პროექტის სახელწოდება: , ,ტყე,,
პროექტის მთავარი იდეა: ტყის შესახებ ინფორმაციის მოძიება, საუბარი მის სასარგებლო
თვისებებზე, მის მოვლა–პატრონობაზე.
პროექტის აქტუალობა: საგანმანათლებო ინფორმაციის მიწოდება ტყის შესახებ.
ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოსწავლეებში, მის მოვლა–
პატრონობაზე ზრუნვა.
მოსწავლეთა ასაკი: 8–9 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3–4 კვირა
მოსალოდნელი შედეგი: შევაყვარო დედა–ბუნება, ვასწავლი თუ რა მნიშვნელობა
აქვს ტყეს სიცოცხლისათვის, ჩაუნერგო ტყის ფლორისა და ფაუნის სიყვარული.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ციფრული აპარატი, ფორმატი,
ფლომასტერი, პროექტორი.
პროექტის აქტივობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მოიძიებს
მხატვრულ ლიტერატურას ტყის შესახებ. მეორე ჯგუფი მხატვართა ნამუშევრებს ტყის შესახებ.
მესამე ჯგუფი ისტის საშუალებით შექმნის სლაიდებს ტყის ფლორასა და ფაუნაზე.
მოვაწყოთ
ექსკურსია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ ტყე–პარკში და იმ ადგილების დათვალიერება, სადაც
2008 წ. აგვისტოში საქართველო–რუსეთის კონფლიქტის პერიოდში ხანძარი მძვინვარებდა.
პროექტის მსვლელობა:
თითეულ ჯგუფმა წარმოადგინა მიცემული დავალება. I ჯგუფის მოსწავლეებმა წარადგინეს გამოჩენილ
მხატვართა ნამუშევრები. II ჯგუფის მოსწავლეებმა გაგვაცნეს
მხატვრული ლიტერატურა ტყის შესახებ. წაიკითხეს ლექსები.შეასრულეს სიმღერა. III ჯგუფმა აჩვენა შექმნილი სლაიდები
ტყის ფლორაზე
და ფაუნაზე. აჩვენეს თავიანთი გადაღებული სურათები ექსკურსიის დროს. გაიმართა დისკუსია. ჯგუფებს დაევალათ ემუშავათ ხატვის პროგრამა paint–ში, დახატონ ტყე. გააკეთონ
ელექტრონული გამოფენა.
საგანთა კავშირი: ქართული, ხელოვნება, ბუნება.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ბარბაქაძე
ფასილიტატორის ბლოგი: ninobarbakadze7blogspost.com
No comments:
Post a Comment